დეველოპერების ახალი ვალდებულება: უძრავი ქონების ფასი ლარში განთავსდება

დეველოპერების ახალი ვალდებულება: უძრავი ქონების ფასი ლარში განთავსდება

დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება, უძრავი ქონების ფასი მიუთითოს ლარით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, უძრავი ქონების ფასის რეკლამირება ხდება დოლარით, რაც თავისთავად ეკონომიკური შინაარსით არასწორია.

"გარდა ამისა, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი არის ეროვნული ვალუტით, აქედან გამომდინარე, ეს არასწორი პრაქტიკაა. დეველოპერებიც, ყველა საუბრობს, რომ თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ დაივიწყა უძრავი ქონების ფასები დოლარით და გადაერთო ადგილობრივ ვალუტაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა, ამავე დროს ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება, ფასი მიუთითოს დოლარითაც და ნებისმიერი სხვა ვალუტითაც", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი