მომავალი წლიდან შესაძლოა 100-ქულიანი მართვის მოწმობა შემოიღონ

მომავალი წლიდან შესაძლოა 100-ქულიანი მართვის მოწმობა შემოიღონ

მე-9 მოწვევის პარლამენტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. კანონპროექტი გულისხმობს, უკონტაქტო პატრულირებას, მართვის მოწმობისთვის 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის დაწესებასა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. ინფორმაცია იმის შესახებ რომ შესაბამის კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამაც დაადასტურა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონში ცვლილებების დიდი პაკეტია, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება. ცვლილება შეეხება რამდენიმე კანონს, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი და ასევე, გულისხმობს ცვლილებას, შსს-ის მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი