"მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა ან სახლი აიშენა"

"მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა ან სახლი აიშენა"

მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა, სახლი აიშენა და ა.შ., - ამის შესახებ თსუ-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტის მიერ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი ინიციატივა სოციალურ ხასიათს არ ატარებს. პაპავას განცხადებით, არსებული ინიციატივა თანაბარ პირობებში აყენებს როგორც დაბალშემოსავლიან, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეს.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზე პასუხს არავინ იძლევა. მე, რომელსაც სესხი არ ამიღია, რატომ უნდა გადავიხადო იმის გადასახდელი, ვინც მანქანა იყიდა, სახლი აიშენა და ა.შ.?! იმ ადამიანს სახლი რჩება ჩემს ხარჯზე?! რა თქმა უნდა მე საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ. გადასახადებს იხდიან ძალიან მცირეშემოსავლიანი ადამიანები. დღეს ერთ-ერთ გადაცემაში დამლაგებელმა დარეკა და თქვა, რომ 300 ლარი აქვს ხელფასი, ხელზე 240 ლარს იღებს. ის ახლა ვიღაცას, ვინც სახლი აიშენა, იმას უნდა შეეხიდოს?! ამას არ ჰქვია სოციალური პროგრამა. სოციალური პროგრამაა ის, რომ ვისაც უჭირს, იმათ დაეხმარონ. გასაგებია, რომ ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, მაგრამ არ არიან საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენა. ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვისაც სესხი არ აქვს. ამიტომ სქემა, რომელზეც გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, შესაფასებლად ძალიან რთულია", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

იხილეთ ვიდეო

ბათუმში მაღაზია "ვაიკიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამოგზავრების შესაძლებლობას არ მიეცა - რა განმარტება გაკეთდა "ჯორჯიან ეარვეისა" და მმართველ გუნდში?