"სირაჯხანა" დღეს "შატო მუხრანთან" ერთად სიურპრიზებით სავსე საღამოს გპირდებათ

"სირაჯხანა" დღეს "შატო მუხრანთან" ერთად სიურპრიზებით სავსე საღამოს გპირდებათ

"სირაჯხანა", საავტორო სამზარეულოს კონცეფციით შთაგონებული, თანამედროვე ღვინის რესტორანია, ორი განსხვავებული კულტურის ნაზავით, რომელიც გვაბრუნებს წარსულის იმ დროში, როდესაც სპარსული გასტრონომია გავლენას ახდენდა ქართულ სუფრაზე.

რესტოანი თვეში ორჯერ მასპინძლობს სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასებს.

1 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე თქვენ გელით კიდევ ერთი ლამაზი, სასიამოვნო და სიურპრიზებით სავსე საღამო.

ამჯერად ჩვენი მეგზური ღვინის კომპანია "შატო მუხრანი" იქნება, რომელიც შემოგთავაზებთ

ქართლის საოცარი და სახასიათო ჯიშებისგან დაყენებულ არაჩვეულებრივ ღვინოებს, მათ შორის ახლადშექმნილ ექსკლუზივს, რომელსაც საღამოს სტუმრები პირველად ჩვენთან დააგემოვნებენ.

რაც შეეხება კერძებს, ამ შემთხვევაშიც დელიკატურ და განსაკუთრებულ არჩევანს შემოგთავაზებთ:

* თბილი გოგრის სალათი

* კიტრის სალათი გაწურული მაწვნით და აჯიკით

* კურდღლის ჩაშუშული საფერავში

* ხორცის დაფა

* უგემრიელესი კომშის დესერტი

საღამოს ჩვენს სომელიესთან - მაგდა სურგულაძესთან ერთად გაუძღვებიან "შატო მუხრანის" ბრენდ ამბასადორი, ალექს ბადუაშვილი და "შატო მუხრანის" მეღვინე და გენერალური მენეჯერი, პატრიკ ჰონეფი.

ასე რომ გელით, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ ღვინოზე.

საღამოზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი დაჯავშნა.

- საღამოზე დასწრების ღირებულება: 70 ლარი

- სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა: 30 ადამიანი

- დაგვირეკეთ: 032 2 24 49 99

- ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი