სამწუხაროდ, ზოგჯერ ჩვენი შვილები საზოგადოებისთვის მიუღებელნი ხდებიან... მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა ყველა დედისთვის ერთნაირად მძიმეა გარიყული შვილის გამხნევება, ფეხზე წამოყენება და სწორ გზაზე დაყენება. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ მოზრდილობისას პოულობენ ძალას, რომ ბავშვობაში გადატანილი ძალადობა აღიარონ... მოზარდებში ბევრი საიდუმლო იმალება, რომლებსაც თავი დროზე სჭირდება ყურადღება და დროული ჩარევა.
ფატიმა რომანოვა, 27 წლის, თბილისი
"დავიბადე მამრობითი სქესის, თუმცა ვარ ინტერსექს ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც აქვს xx ქრომოსომა. სხვებს ბავშვობიდანვე არ ვგავდი და ამას ყველა მატყობდა ოჯახში, მით უმეტეს იმის პირობაზე, რომ 8 დედმამიშვილიდან, სადაც 4 ბიჭია, ყველაზე გამორჩეული მე ვიყავი. ჩამოყალიბების პროცესში მეტყობოდა, რომ სხვანაირი აღნაგობა მქონდა: გამოკვეთილი წელი, მკერდი, ფეხები... ხშირად უკითხავთ ჩემზე "ეს გოგო ვისია?"
ჩაგვრა, ძალადობა, ბულინგი - ეს ყველაფერი სკოლიდან დაიწყო. კლასში კარადაში მკეტავდნენ ხოლმე, შიგნით ასაფეთქებლებს მიყრიდნენ, მიბრახუნებდნენ. მიყვიროდნენ: "რაო, პიდარასტო, მოგწონს სიბნელეში? კაცი ხო არ შემოგიგდო?" ან ჩამომაცმევდნენ ნაგვის ურნას თავზე და ცოცხებს მირტყამდნენ... ამას 13-14 წლის ბავშვები მიკეთებდნენ.
სწავლის პერიოდში სკოლის ტუალეტში ერთადერთხელ ვარ შესული განაგრძეთ კითხვა