თბილისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ტელეწამყვანი დაშავდა - "შეიძლება ვეღარ შეგეხმიანოთ ვერასდროს..."

თბილისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ტელეწამყვანი დაშავდა - "შეიძლება ვეღარ შეგეხმიანოთ ვერასდროს..."

წუხელ თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ჟურნალისტი მარიამ ქობულია დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

მარიამ ქობულია ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

AMBEBI.GE მარიამის მეგობარს, მარიამ კეკელიძეს დაუკავშირდა:

"მარიამს ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოუვიდა. ტვინის შერყევა მიიღო და კლინიკაში მოათავსეს. ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე და თავს კარგად გრძნობს. როდის გამოწერენ კლინიკიდან, ჯერჯერობით არ ვიცი", - გვითხრა გოგონას მეგობარმა.

მარიამ ქობულიას ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ბოლო პოსტი საკმაოდ უცნაური შინაარსისაა. გოგონა წერს:

"არის რაღაცეები, რის შემდეგაც აღარაფერი აღარ არის და თუ არის მე გასწრებთ ყველას ამის გარკვევაში. შეიძლება ვეღარ შეგეხმიანოთ ვერასდროს, ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს, ნაცნობს თუ უცნობს მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის.

გიყვარდეთ ერთმანეთი ეს ყველაზე დაუმარცხებელი რამ არი! რაც არ უნდა მოხდეს იცოდეთ, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც და ასევე თავის სიმართლე, ეს ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა, მაპატიეთ ვისაც რამეში ვერ დაგიდექით სათანადოთ და ვერ დაგეხმარეთ ისე, როგორც საჭირო იყო. არიან ადამიანები, რომლის ღირსებაც სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.

ბევრი რამის თქმა მინდოდა თქვენთვის, მაგრამ ვეღარ ვასწრებ... პატივისცემით, მარიამ ქობულია"

ეს პოსტი მარიამმა ფეისბუქის პირად გვერდზე სავარაუდოდ,  ავარიამდე დაწერა. პოსტმა მისი მეგობრების გაკვირვება გამოიწვია. "მარისთან ყველაფერი კარგად არის? რაღაც ამაფორიაქა პოსტმა", "ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ არ მომეწონა ეს, მე უძალიანესად მაგარი გოგოა მარიამი"; "შეიძლება ვეღარ შეგეხმიანოთ ვერასდროს - ეს რას ნიშნავს???" - წერენ შეშფოთებული მეგობრები მარიამს.

მარიამ ქობულია ITV-ის წამყვანია. მან საზოგადოების ყურადღება რამდენიმე წლის წინ მიიპყრო, როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრის დროს მწვავე შეკითხვით მიმართა: "კარგი ფილოსოფოსი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს სამედიცინო სფეროში, იქნება თუ არა კარგი ექიმი? ეს კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ ფეხბურთელს ენერგეტიკის მინისტრად, ვხედავ, რომ შს მინისტრი არ არის იურისტი, გენერალურ პროკურორს ვხედავ დამნაშავედ. უსამართლობის შეგრძნება მიჩნდება, რომ განათლებას საერთოდ აზრი ეკარგება", - აღნიშნა სტუდენტმა.

წაიკითხეთ: გოგონა, რომელმაც ღარიბაშვილს კრიტიკული შეკითხვა დაუსვა, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენას და ბრძოლას აპირებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია