რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ

რა უნდა იცოდეთ, რომ ხარისხიანი და ფალსიფიცირებული პროდუქტი ერთმანეთისგან განასხვაოთ

ქართული სამომხმარებლო ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პროდუქციის დიდი არჩევანია თითქმის ყველა მიმართულებით. თუმცა, საქართველოში ხარისხის კონტროლის მექანიზმები არც ისე კარგადაა განვითარებული. შესაბამისად, მომხმარებელს უჭირს გონივრული არჩევანის გაკეთება, თუ რომელი პროდუქტი უნდა იყიდოს, რომელია ხარისხიანი და რომელი ფალსიფიცირებული.

პრობლემის გადასაჭრელად "პალიტრანიუსი" ახალ გადაცემას "არცოდნა აკრძალულია" იწყებს. პირველი გადაცემა არხის ეთერში 4 დეკემბერს გავა და ის ყოველკვირეული იქნება.

"პროდუქციის ხარისხის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოების წინაშე. ჩვენ, როგორც მედია, ვიღებთ პასუხისმგებლობას, მომხმარებელს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ბაზარზე არსებული პროდუქტების შესახებ. შედეგად საზოგადოებას უხარისხო თუ ფალსიფიცირებული პროდუქციის შეძენისგან დავიცავთ. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ ახალი გადაცემის შექმნა. მისი საშუალებით ჩვენ გავაფრთხილებთ მაყურებელს, რომ იყიდება ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტები და მათი შეძენისგან თავი შეიკავონ. სანაცვლოდ კი ვასწავლით, როგორ შეარჩიონ ხარისიხანი პროდუქტი," - განმარტავს გადაცემის მიმართულების პროდიუსერი გიორგი კაკაბაძე.

"თითოეულ გადაცემაში ერთ თემას შევეხებით. გადაცემის წამყვანი განიხილავს საკითხს, კონკრეტულ რჩევებს მისცემს მომხმარებელს თუ როგორ უნდა გაარჩიოს ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსგან. იქნება გამოკითხვები, ექსპერიმენტები. გადაცემის ბოლოს კი წამყვანი ეთერში ტესტებს ჩაატარებს და თვალსაჩინოდ დაანახებს მაყურებელს, თუ როგორ შეამოწმოს კონკრეტული პროდუქტის ხარისხი," - თქვა კაკაბაძემ.

გადაცემის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. ეტაპობრივად განიხილავენ კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ავეჯს, სათამაშოებს. თემების შერჩევა მისი აქტუალობის მიხედვით მოხდება.

"ყველა სეზონზე კონკრეტული პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ახლა ზამთარი ახლოვდება და მნიშვნელოვანია, კარგი ჩაის არჩევის საკითხი. ზაფხულში უფრო ხორცისა და თევზის თემაა ხოლმე აქტუალური. მომხმარებელსაც ექნება საშუალება, მოგვწეროს თუ რა საკითხი აინტერესებს ან სად გადააწყდა პრობლემას და ჩვენ იმ თემას აუცილებლად გავაშუქებთ," - დაამატა კაკაბაძემ.

როგორც გადაცემის შემქმნელები საუბრობენ, ქართულ მედია სივრცეს მსგავსი გადაცემა აკლია და "არცდონა აკრძალულია" არსებულ სიცარიელეს შეავსებს. ეს არ არის კონკრეტულ სქესსა და ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი გადაცემა. მისი მაყურებელი იქნება ყველა, ვისაც ხარისხიანი პროდუქტის შეძენა სურს.

"დიდი მოლოდინი გვაქვს. არ მგონია, გადაცემამ რომელიმე მაყურებელი გულგრილი დატოვოს. ჩვენ მიერ მიცემული რჩევები პრაქტიკული და მარტივი იქნება. ამიტომ ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს გამოიწვევს. ყურადღებას მივაქცევთ მაყურებლის გამოხმაურებას და ყოველთვის მათ მიერ მოთხოვნილ და საინტერესო თემებს გავაშუქებთ," - თქვა გადაცემის მიმართულების პროდიუსერმა.

გადაცემის ხილვ შესაძლებელი იქნება 4 დეკემბიდან, ყოველ კვირა დღეს PalitraNews-ის ეთერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი