მთელი დღის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

მთელი დღის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო

ეროვნული ვალუტის მთელი დღის განმავლობაში გაუფასურების შემდეგ ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში გამყარება დაიწყო და ამ დროისთვის სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვა 2,51-2,53 ლარად, ხოლო შეძენა 2.59-2.60 ლარად არის შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა თბილისის სავალუტო ჯიხურებში დღის ბოლოს

დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან სწრაფად უფასურდებოდა და გარკვეულ ეტაპზე ჯიხურებში 2.73-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, რომ ლარის გაუფასურების რეალური საფუძველი არ არსებობს, ლარმა გამყარება დაიწყო, როგორც ბანკებში, ისე სავალუტო ჯიხურებში.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871 ლარი გახდა.

დღის განმავლობაში "ბლუმბერგზე" ვაჭრობის შედეგები საათობრივად იცვლებოდა. თბილისის დროით 4:35 საათზე, ვაჭრობის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე "ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 2.5638 ლარი დაფიქსირდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი