სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IIIა, V მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ავარიის პრევენციის მიზნით კი, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება კრწანისის რაიონშიც. კომპანიის ცნობით, ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის, ძოწენიძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება სამგორის რაოინშიც. ავარიის პრევენციის მიზნით 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
კომპანია "თელასის" იმფორმაციითვე, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "მახათა" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების I, IV კვარტლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ღლონტის, ფრანგულიანის, ტყემალაძის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის "მახათა" რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით 09:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცლის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, ზემო და ქვემო ალექსეევკის დასახლებების, იუმაშევის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, ფიროსმანის, კაკაბაძის, ესენინის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით კი 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
შეზღუდვა გავრცელდება დიდუბის რაიონშიც, კერძოდ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ისნის რაიონის ნაწილს. კომპანიის ინფორმაციით, 02:00 საათიდან 04: საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია "თელასი" შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. მათივე განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.