რომის პაპი - არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე

რომის პაპი - არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე

რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელიც რომში იმყოფებოდა. დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, - იუწყება Vatican Radio.

პაპმა ფრანცისკმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათმა ვიზიტმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ბევრი მოგონებები გაახსენა.

"არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. "მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი", - აღნიშნა რომის პაპმა.

როგორია კონორავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსეთი 2006 წელს დეპორტაციის გამო დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე პირობებს აყენებს