ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 2 წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, რომლის აღსანიშნავად მშობლებმა ფანჯრიდან ფოიერვერკები გაუშვეს. ღიად დატოვებული ფანჯრიდან კი ბავშვი გადავარდა.