როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"

როგორ აღმოჩნდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში"

იშვიათად თუ იპოვით საქართველოში ადამიანს, რომელიც არ არის გურმანი და არ უყვარს ქართული კერძები. კიდევ უფრო იშვიათია ისეთი ტურისტის პოვნა, რომელიც კითხვისას, რა მოგწონს საქართველოში ყველაზე მეტად, არ გიპასუხებთ რომ ქართული სამზარეულო მოსწონს.

რაც შეეხება ისეთ ტურისტს, რომელსაც მოსწონს და თან შეუძლია ქართული კერძების გაკეთება, ნამდვილად იშვიათობაა. ახლა კი ამბავი იმაზე, როგორ გამაოცა ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა ნატალიამ. თბილისში დაახლოებით 3 თვეა მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში კი უამრავ რესტორანში იყო, სადაც ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა.

ერთ საღამოს ნატალიამ მის ყველა მეგობარს, ვინც თბილისში გაიცნო, შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა: "საღამოს ჩემთან გელოდებით, ჩაშუშულს და ბადრიჯანს ვამზადებ".

თავიდან ცოტა გაგვიკვირდა, ვიფიქრეთ შეკვეთილ საჭმელს მოგვართმევდა... როდესაც ნატალიას სახლის კართან მივედით, საოცარი სურნელი იდგა... ასეთი სურნელი მხოლოდ ქართული სუნელებით მომზადებულ კერძს აქვს და თანაც გამოცდილი დიასახლისის ნახელავს.... ჩემი მეგობრები ადგილზე დამხვდნენ, სამზარეულოში შეკრებილიყვნენ და თვალებგაფართოებული უყურებდნენ როგორ აზავებდა ნატალია ბადრიჯანს სუნელებით, მხოლოდ ერთი ადამიანი იცინოდა და სიხარულით უყურებდა დიასახლისს. ნატალის ვკითხე, საიდან იცოდა, რომელი სუნელით უნდა შეეზავებინა ჩაშუშული და ბადრიჯანი... თავიდან არ გამოტყდა, მაგრამ შემდეგ იქვე დავინახე "ჯაშუში"... დიახ, ჩემი მეგობრის სამზარეულოში "ჯაშუში" ვიპოვე, პატარა მუყაოს ყუთები, რომელსაც კერძის სახელი და რეცეპტი აწერია. "რა მაგარია"- ვფიქრობდი და მერე ვბრაზდებოდი, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ ვერავინ... მერე უკვე იმის გამოკითხვა დავიწყე ვის ეკუთვნოდა ჩემი მეგობრის სამზარეულოში განლაგებული "ჯაშუშები" . "დამნაშავე ვარ" - თქვა გოგონამ, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ღიმილით აკვირდებოდა ჩემს აღმოჩენას...

როგორც გაირკვა სამზარეულოს "ჯაშუში" ნატალიმ მეგობრისგან, მაკო ქავთარაძისგან შეიძინა. ალბათ ყველას გაინტერესებთ, რას ნიშნავს სამზარეულოს "ჯაშუში" და ვინ ამზადებს მას თქვენთვის. ეს არის სუნელების ნაზავი, რომელიც კერძს განსხვავებულ გემოს შესძენს.

"ბოლო ოთხი წელია რაც ტურიზმით ვარ დაკავებული, ამიტომ შეხება მაქვს ძირითადად უცხოელებთან. ყველა ვიზიტორი, ტურისტი თუ ბიზნესმენი, ქართული კერძებით არის აღფრთოვანებული. კულინარიით დაინტერესებულები ხშირად მთხოვდნენ დამეწერა მათთვის ამა თუ იმ კერძის რეცეპტი. ქართული კერძების გენიალური გემო ძირითადად ხალხის ხასიათსა და სუნელებზეა დამოკიდებული. თითქმის ყველა კერძს თავისი ისტორია, შინაარსი და ხასიათი აქვს, ამჯერად 6 სახეობა გვაქვს: სვანური, საცივი, ხინკალი, ლობიო, ბადრიჯანი და ჩაშუშული, სუნელებს გლეხებისგან ვყიდულობთ ძირითადად. სუნელების შეზავებას დედა უძღვება. ჩემმა ძმამ დიზაინი შექმნა და მე პოპულარიზაციაზე ვზრუნავ. ამ ყველაფერს სახლში ვამზადებთ, ამიტომაც დიდი ბრუნვა არა გვაქვს, თან ეს ყველაფერი 600 ლარით დავიწყე და თვიდან თვემდე მოთხოვნაც იზრდება და შრომაც" , - მიყვება მაკო ქავთარაძე.

საუბარი ნატალიას ბედნიერმა შეძახილმა გაგვაწყვეტინა. ორივე კერძი უგემრიელისი გამოვიდა, საახალწლოდ საცივს დაგვპირდა.

ასე, რომ მეგობრებო თუ თქვენი მასპინძლის სამზარეულოში დაინახეთ მსუბუქი ყუთი, ლამაზი შეფუთვით, სამ უცხო ენაზე ზედ დატანილი მომზადების წესით, იცოდეთ, მას სამზარეულოში "ჯაშუში" ჰყავს, "SPY" ქვია და ქავთარაძეების ოჯახში საგულდაგულოდ თქვენთვის ამზადებენ.

მარიამ ლორთქიფანიძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი