მე და ადამი თითქმის ერთი თვეა რაც ერთმანეთს ვხვდებით. მას პირველყოფილი ადამიანისგან მხოლოდ სახელი აქვს გამოყოლილი, სხვა მხრივ საკმაოდ განათლებული, მხიარული და მშვიდი ადამიანია. რაც მთავარია ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. თუმცა ეს ახლა,
მანამდე კი....
გაზაფხულზე სამსახური შევიცვალე, ამიტომ ისე დაემთხვა, რომ ზაფხულში შვებულებაში ვერ გავედი. ახალი სამსახურის სტრესმა, ზაფხულში არდასვენებამ და ზამთრის სუსხიანმა დღეებმა იმდენი გააკეთა, რომ ზამთარში ყველა ჩემი ენერგია ბოლომდე ამოვწურე და მივხვდი, ერთადერთი, რაც ამ გიჟური მდგომარეობიდან გამოსვლაში დამეხმარებოდა, შაბათ-კვირის სადმე მშვიდ გარემოში გატარება და ნამვილი დასვენების მოწყობა იქნებოდა.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო სასტუმრო "ყვარლის ტბაში" დასასვენებლად წასული, კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი თავისი ისტორიებით, თუ როგორი ზღაპრული სასტუმროებია იქ, კიდევ უფრო ზღაპრული მომსახურებითა და გასართობი თუ სარელაქსაციო საშუალებებით. მთელი თვე დადიოდა და ლაპარაკობდა იმ სამოთხეზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა დედამიწაზე და ყველას გვირჩევდა რომ ერთი დღე აუცილებლად გაგვეტარებინა იმ ნეტარ ადგილას.