"მაიტა, ჩემი შავი ბიჭი" ანუ მაცივარში ვიღაც მართლა იჯდა?

"მაიტა, ჩემი შავი ბიჭი" ანუ მაცივარში ვიღაც მართლა იჯდა?

ბავშვის დაბადებას ყოველთვის მოსდევს აქტუალური კითხვა: "ვის ჰგავს?" და ლოგიკური პასუხი: "დედას და მამას! აბა, მეზობელს ხომ არ დაემსგავსებოდა?!".

ზურაბ ყუფუნიას ხუჭუჭთმიანი გმირიც ოდესღაც, "ტრადიციული" ახალშობილი ყოფილა, მაგრამ "როდესაც ბავშვს თმა კუპრივით გაუშავდა, თვალები - ნახშირივით, აი, მაშინ კი შეფიქრიანდნენ ზოგიერთები: როგორ, დედა ქერაა. მამაც. ბავშვი კი - შავგვრემანი?! დედას ცისფერი თვალები აქვს, მამას - ლურჯი. რატომაა ბიჭი შავთვალწარბა? თანაც, ასეთი ეგზოტიკური ქოჩორი? დედა დუმდა, არაფერს იმჩნევდა და არც მამას უთქვამს რაიმე. არ უთქვამს, მაგრამ..."

- ზურა, სინამდვილეში არც ისეთი შავი ყოფილხართ და რატომ დაეჭვდა თქვენი ეკრანული მამა - მერაბი, მისი შვილი რომ არ იქნებოდით? მოდი, თანამიმდევრულად მივყვეთ და გავიხსენოთ რეჟისორ გუგული მგელაძის ხალისიანი კომედია - "მაცივარში ვიღაც იჯდა". როგორ მოხვდით იქ - მაცივარს - არა, ფილმს ვგულისხმობ?

- 9 წლის ვიყავი. მეგობართან და მის მშობელთან ერთად, სკოლიდან მოვდიოდი. მე და ის ბიჭი გზადაგზა ვჭიდაობდით, ვჩხუბობდით. უცებ, გაჩერდა "გაზ-24" და იქიდან შავსათვალიანი მამაკაცი და ქალბატონი გადმოვიდნენ - თურმე, რეჟისორი გუგული მგელაძე და "მაცივარში ვიღაც იჯდას" მეორე რეჟისორი, ლია გეგელია ფილმისთვის ჩემი ასაკის შავგვრემან ბიჭს ეძებდნენ. მეორე დღეს კინოსტუდიაში მიმიყვანეს და სინჯების შემდეგ ამირჩიეს, რადგან ყველაზე მეტად, სწორედ მე ვგავდი ჩემს ეკრანულ ბებიას (ეს პერსონაჟი საკვანძოა ფილმის ამოცანის ამოსახსნელად)... უფრო ზუსტად, როგორც ჩანს, რეჟისორებს მოვეწონე და "ბებია" შეცვალეს, მის როლზე ქალბატონი ლიკა ჭავჭავაძე მოიყვანეს. ოღონდაც, მას მარჯვენა ლოყაზე ხალი ჰქონდა, მე კი - უხალო ვიყავი, ამიტომ გრიმთან ერთად, ხალს მიკეთებდნენ ხოლმე. ოთხ თვეს გაგრძელდა გადაღება. მთელი გადამღები ჯგუფის "ლიუბიმჩიკი" გავხდი და საჭირო ვიყავი თუ არა, გადაღების ერთი დღე არ ჩამიგდია. გაკვეთილებსაც იქ ვამზადებდი, ზედამხედველად დედა მყავდა... ვხუმრობ... დედა იშვიათად მხედავდა, ჯგუფის წევრები კი გვერდიდან არ მიშორებდნენ და ყველგან დამატარებდნენ.

- ფილმს სად იღებდნენ?

- ხან ახალ, ხან კი ძველ კინოსტუდიაში. მეც სულ ზემოთ-ქვემოთ დავრბოდი ან მსახიობების "რაფის" მძღოლი დამატარებდა აღმა-დაღმა. მერე მიამბო დედამ: ისე მინდოდა, კინოში გადაეღეთ, ვიდრე "ბებიის" შეცვლის ამბავს შევიტყობდი, ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდი. თანაც, სინჯების ამბავი ყველას გავაგებინე: სკოლაშიც, უბანშიც და ნათესაობაშიც. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენია, რა დღეში ვიქნებოდიო?!

- ფილმის "დედ-მამაზე" რას იტყვით - როგორები იყვნენ მაკა მახარაძე და ბიძინა ჩხეიძე ან "ბაბუა" - დოდო აბაშიძე რით დაგამახსოვრდათ?

- დოდო აბაშიძესთან ერთად ორ ეპიზოდში გადამიღეს: ერთში შინ ვართ და მაგიდასთან ვსხედვართ, მეორე კი - სტადიონის ეპიზოდია. კარგად მახსოვს, რეჟისორს ყველაზე მეტი დუბლის გადაღება "მაგიდის" ეპიზოდისას დასჭირდა, სწორედ დოდო აბაშიძის წყალობით. ძალიან მხიარული ადამიანი იყო და შუა გადაღებისას, სერიოზული სახით ისეთ რამეს იტყოდა, ერთს არ გაიღიმებდა, დანარჩენები კი სიცილით იხოცებოდნენ. ამიტომ, ვეღარც ოპერატორები აგრძელებდნენ მუშაობას... მაკა მახარაძე უთბილესი ადამიანია. გადაღების პერიოდში რამდენჯერმე წამიყვანა შინ, მეუღლე და შვილები გამაცნო. მერე, მარტოც ხშირად მივდიოდი მათთან...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი