"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაიკავეს. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად შეწყვეტილია.

აქციაში 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ, რათა გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგეს.

რუსთაველის გამზირზე ელექტროაკუსტიკური მუსიკის სტუდიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობის წინ აუდიო ინსტალაციას ასრულებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი