პოლიციის კორდონი რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლები კი ცდილობენ რუსთაველის გამზირის საავტომობილო ნაწილის ტერიტორიზე დარჩნენ.
რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ორ საავტომობილო ზოლზე ტრანსპორტის მოძრაობა ფაქტობრივად აღდგა. აქციის მონაწილეები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.