"სამტრედია" საქართველოს ჩემპიონი გახდა

"სამტრედია" საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი "სამტრედია" გახდა. "დინამო არენაზე" დღეს უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა.

მასპინძელმა საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედია" მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. საბოლოო ჯამში "სამტრედიამ" ორმატჩიან დუელში "ჩიხურა" 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმის მიწურულის ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი