ეროვნულ მუზეუმში პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი“ პრეზენტაცია გაიმართება

ეროვნულ მუზეუმში პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 12 დეკემბერს, პროფესორ ივანე მენთეშაშვილის წიგნის „ნაპოლეონი“ პრეზენტაცია გაიმართება. გამომცემლობა „პალიტრა L“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წიგნი გამოცემულია გამომცემლობა „ პალიტრა L“-ის მიერ სერიაში “50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია“.

პრეზენტაციას გახსნის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, წიგნის ავტორი ივანე მენთეშაშვილი და წიგნის „ნაპოლეონი“ რედაქტორი ლადო იოსებაძე.

წიგნის შესახებ ასევე ისაუბრებენ პრეზენტაციის სტუმრები, ვალერი ასათიანი - ასოციაცია „კულტურათა დიალოგი“-ს პრეზიდენტი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გივი ბოლოთაშვილი, მერაბ კალანდაძე, ვასილ კაჭარავა; დალი იაშვილი - მთარგმნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი