გზებზე 70 დაიღუპა, 3000-ზე მეტი დაშავდა! - წესები, რომელთა დაუცველობას ბავშვები ეწირებიან

გზებზე 70 დაიღუპა, 3000-ზე მეტი დაშავდა! - წესები, რომელთა დაუცველობას ბავშვები ეწირებიან

დაცულია თუ არა საქართველოში­ ბავშვ­თა საგზაო უსაფრთხოება? "ტრანს­პორტისა­ და გზების ასოციაციამ" პრობლემის კვლევა­ მერიის დაკვეთით დაიწყო - ორგანიზაცია რეკომენდაციებს შეიმუშავებს, მათ შორის, კანონმდებლობის გადახედვისა და საგანმ­ანათლებლო დონის გაზრდის კუთხითაც.

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა­ და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი: - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 ბავშვი გარდაიცვალა, 3 000-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული ბავშვების რაოდენობით საქართველო ოთხჯერ აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს. ასეთი მძიმე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს.

დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვნით - ხშირად და სრულიად გაუცნობიერებლად ამას ხელს უწყობენ ზრდასრული ადამია­ნები, როცა მოძრაობის წესების დარღვევით გადაჰყავთ ბავშვები­ გზაზე და მათ სიცოც­ხლეს საფრთხეს უქმნიან! ავტოსაგზაო შემ­თხვევებისას დაზარალებული ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ გზაზე გადასვლისას დაშავდა.

პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში არა გვაქვს ავტომობილში ბავშვის სპეცია­ლ­ური სავარძლით გადაყვანის კულტურა. კვლევის დროს მშობლები თავს იმართლებდნენ, რომ სავარძელი ძვირია და მისი შეძენა უჭირთ. წარმოუდგენელია, რა შეიძლება იყოს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ბავშვის უსაფრთხოებაა!

10 წლამდე ბავშვის­ გადაყვანა აუცილებელია მხოლოდ სპეციალური სავარძლით, 10 წლის ზემოთ კი დამჭერი მოწყობილობით, რომლითაც სავარძელზე კეთდება შემაღლება, რათა ღვედი ბავშვს ყელზე არ მიებჯინოს და დამუხრუჭებისას მისი დახრჩობის საფრთხე არ შეიქმნას.

ჩვენი ინიციატივით, გვინდა, ღვედის გამოყენება უკანა სავარძელზეც ყველა მგზავრისთვის სავალდებულო გახდეს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი