საპატრიარქოს ინფორმაციით, დედებს, რომელთაც აბორტის "დანაშაული აწუხებთ... გაუჩნდათ სურვილი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი"

საპატრიარქოს ინფორმაციით, დედებს, რომელთაც აბორტის "დანაშაული აწუხებთ... გაუჩნდათ სურვილი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი"

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე patriarchate.ge განთავსდა ინფორმაცია 9 დეკემბერს საპატრიარქოში შემდგარი შეხვედრის შესახებ. როგორც საპატრიარქო იტყობინება, კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო რეზიდენციაში აბორტით მოწყვეტილი ბავშვების დედები მიიღო.

მათივე ინფორმაციით, "ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე" - ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სწორედ ამ მიზნით, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა.

რაც შეეხება ტერიტორიას, სადაც ეკლესია აშენდება, ეს ხუდადოვის ტყის მიმდებარე ტერიტორიაა.

"ბუნებრივია, მყავს ჩემი ფავორიტები" - ნანობს თუ არა დათუნა ალადაშვილი რომელიმე კონკურსანტის "საქართველოს ვარსკვლავის" მიღმა დარჩენას

"ამირანთან" პოლიციაა მობილიზებული

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი