15 დეკემბერს თბილისში გათოვდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

15 დეკემბერს თბილისში გათოვდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები 15 დეკემბერს თბილისში თოვას ვარაუდობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მთელი კვირის განმავლობაში საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი ძირითადად, წვიმის სახით, 15 დეკემბრიდან კი, თოვლის სახით იქნება წარმოდგენილი.

დღეს და ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ +9 +14 , აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7 +14 გრადუსი იქნება.

თბილისში ხვალ და ზეგ შესაძლებელია მცირე წვიმა. 15 დეკემბერს კი, ნავარაუდევია თოვლი.

სინოპტიკოსები 15 დეკემბერიდან თოვლთან ერთად, ტემპერატურის კლებასა და აციებას პროგნოზირებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი