სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა

სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა

სოფელ ბოძაურში ჩამოწოლილ ზვავში ორი ახალგაზრდა მოჰყვა. ისინი ადგილობრივების დახმარებით თოვლის მასიდან დროულად ამოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ბესიკ ბაუჩაძის თქმით, სოფელში გზის გაწმენდა მიმდინარეობდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა და იქვე მყოფი ორი ახალგაზრდა მოიყოლა.

"დღის მეორე ნახევარში სოფელ ბოძაურში ზვავი ჩამოწვა. მძიმე ტექნიკით იწმინდებოდა. ახალგაზრდები მსუბუქ ავტომობილთან იდგნენ და გზის გაწმენდას ელოდებოდნენ, როდესაც იმავე ტერიტორიაზე ზვავი კვლავ ჩამოწვა და ახალგაზრდები მოიყოლა. ადგილობრივების დახმარებით მათი ამოყვანა დროულად მოხდა. სასწრაფო-სამაშველო სამსახურის დახმარებით ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწიათ. ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა ხულს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი