საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ვებგვერდი - კონვერტორ.ჯი, რომელმაც სასურველი სახლის პოვნის პროცესი სრულიად გაამარტივა. თუ ყიდვის ან ქირაობის მიზნით უძრავ ქონებას ეძებთ, ამისთვის შერჩევის მრავალეტაპიანი პროცედურის გავლა და, შესაბამისად, ბევრი დროისა და ენერგიის დაკარგვა აღარ მოგიწევთ.
კონვერტორ.ჯი ორიენტირებულია მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვაზე, მარტივია საიტზე ნავიგაცია და პირდაპირ აკავშირებს მომხმარებელს როგორც დეველოპერებთან, ისე სხვა გამყიდველებთან და გამქირავებლებთან. ადამიანები შედიან საიტზე convertor.ge, „სურვილების დაფა“-ზე წერენ მათთვის სასურველი სახლის მდგომარეობას, ფართს, უბანს, ფასს და სხვა ყველა კრიტერიუმს, რომელსაც შერჩევისას ანიჭებენ უპირატესობას. შემდეგ კი კომპანიები ელ-ფოსტზე უგზავნიან მათ სურვილზე მორგებულ შეთავაზებებს.
როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მათი მიზანია, ბინების ყიდვა-გაყიდვის სამომხმარებლო ქცევა რადიკალურად შეცვალონ. კონვერტორ.ჯი-ს არსებობა გამოწვეულია ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე - თუ ადრე ნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო უძრავი ქონების ბაზარი, დღეს უკვე იმდენად დიდი არჩევანია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, რომ ღირებული არჩევანის გაკეთება დიდ ძალისხმევას ითხოვს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ convertor.ge არის ინოვაციური ვებგვერდი არა მარტო საქართველოს ბაზრისთვის, არამედ მსოფლიოში.
პროექტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, დაფინანსება მოპოვებულია ქართველი „ენჯელ ინვესტორებისგან“. ვებგვერდი აქტიურად ფუნქციონირებს 15 ნოემბრიდან და უკვე თანამშრომლობს 150-მდე კომპანიასთან. სამომავლოდ, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
https://www.facebook.com/convertor.ge
R