მაია რჩეულიშვილს ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ - რა მდგომარეობაშია პატიმარი

მაია რჩეულიშვილს ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ - რა მდგომარეობაშია პატიმარი

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რჩეულიშვილის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამოქალაქო საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანენ.

"მედპერსონალმა და ციხის ადმინისტრაციამ ეჭვის ქვეშ დააყენა ის, რომ მაია რჩეულიშვილმა წონაში კლება დაიწყო, რაც მის მდგომარეობაში და ასაკში არაა ნორმალური. ჩაუტარდა გამოკვლევა. უკვე ჩატარებული გამოკვლევების პასუხები ჩვენთვის არაა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ ციხის საავადმყოფოში არაა საკმარისი საშუალებები გამოკვლევების ჩასატარებლად და დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ აუცილებელი გახდა მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა და სრული გამოკვლევის იქ ჩატარება", - განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.

ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა ჭადრაკზე დავებრუნებინე" - ჭადრაკის დედოფალი მაია ჩიბურდანიძე 60 წლის გახდა

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე