თბილისის ნაწილს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც "ამბები.გე"-ს კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ლისის (ნაწილობრივ) და მინდელის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ავარიის პრევენციის მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის (ორხევი) ქუჩის მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის, 8 მარტის, გერცენის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლაღიძის და ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.
თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს დროებით შეეზღუდება ასევე გაზმომარაგება. როგორც "ამბები.გე"-ს შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 10:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, სოფელ წინუბნის, ნასაგურის, ლოჭინის, ლილო-ფრანგულიანის, ლილო-მეფრინველეობის დასახლებას, ლილოს დასახლების 1-ელი, მე-2, მე-4 და მე-5 კვარტლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლებაში - რუსთაველის, ღლონტის, კამოს, სტურუას ქუჩებისა და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობას.
მათივე ცნობით, ასევე გაითიშება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო და კვების ობიექტები, ტერმინალები "ლილო" და "ოპიზა", ასფალტის ქარხანა, №107 და №168 საჯარო სკოლები, პურის ქარხანა და სხვა კომერციული ობიექტები.
"გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებენ კომპანიაში.