"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?

"სიტუაცია ჩიხში შედის" - რატომ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშიში?

ბოლო წლებში თბილისში გადაადგილება ძალიან გართულდა და მგზავრობაც ჩვენი ყოფის ყველაზე უსიამოვნო ნაწილად იქცა: ხალხით სავსე ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ავტომანქანები, რომლებიც ცდილობენ უსასრულო საცობს თავი დააღწიონ, გაღიზიანებული მძღოლები და მგზავრები, რომლებიც სამსახურში ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებენ... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს და ვერც სიტუაციიდან გამოსავალი გვიპოვია. სწორედ ამ მტკივნეული პრობლემის განხილვა ვთხოვეთ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილს:

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. დავიწყოთ სამარშრუტო ტაქსებით, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. მგზავრების პრობლემები ყველამ ვიცით, მაგრამ მოდი, მძღოლების პრობლემებზეც ვისაუბროთ: სპეციალური კვლევა ჩავატარეთ, გამოვკითხეთ მძღოლები და დავადგინეთ, რომ ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა აქვთ. პირველი: მიკროავტობუსები ძველდება, მათი ნაწილები ცვდება და ყოველდღიურად სჭირდება ინტენსიური სარემონტო სამუშაოები. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თავად უწევთ გაძვირებული ავტონაწილების შეძენა და მიკროავტობუსის მწყობრში მოყვანა, რის გამოც თუ ადრე სახლში 40-50 ლარი მიჰქონდათ, ახლა ეს თანხა გაუნახევრდათ და შეუქცევადად მათი ხელფასი მინუსისკენ მიდის. მძღოლები იძულებული გახდნენ და მიკროავტობუსები კუსტარულად გაზზე გადაიყვანეს, ამ გზით ეკონომია რომ გაეკეთებინათ. ეს კი ძალზე სახიფათოა.

- ბოლო ხანებში სწორედ მძღოლებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ერთი ლარი უნდა გახდეს. რამდენად საფუძვლიანია ეს ინფორმაცია?

- ყველაფერი ძვირდება, საწვავზე აქციზის გაზრდა კი მგზავრობასაც გააძვირებს. დედაქალაქის მერია უარყოფს ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ დეკემბრის თვეს. რა მოხდება შემდეგ წელს?

- ამაზე წინასწარ მერიაც ვერაფერს იტყვის. არის კიდევ ერთი გზა: ქალაქის მერიამ უნდა იკისროს ამ ხარჯების სუბსიდირება. სხვათა შორის, ამავეს აცხადებენ მერიის წარმომადგენლები ავტობუსებზეც

ამბობენ, რომ ავტობუსით მგზავრობა არ გაძვირდება, რადგან ამ თანხის სუბსიდირებასაც მერია ახდენს. სუბსიდირება ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც გაზრდილ ტარიფს ვიხდით, რადგან ეს თანხა ბიუჯეტში ჩვენი ჯიბიდან შედის.

- ეს კითხვა ალბათ ნებისმიერს აწუხებს - რატომ არის პიკის საათებში ტრანსპორტი ყოველთვის გადატვირთული?

- ამ შეკითხვაზე პასუხი ყველაზე მარტივია: პოტენციური მგზავრების რაოდენობა, ვინც შეიძლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს, თბილისში 700 ათასს აღწევს, ხოლო ავტობუსების რაოდენობა - 550-მდეა - ეს შეფარდება არანაირ სტანდარტში არ ჯდება და მკაფიოდ აჩვენებს, რატომ არის ჩვენს დედაქალაქში ავტობუსები მუდმივად ხალხით სავსე. მართალია, ხალხი სამარშრუტო ტაქსებსაც ეტანება, მაგრამ არც მათი რაოდენობაა საკმარისი. როდესაც ვსაუბრობთ საცობებსა და გადატვირთულ მოძრაობაზე, ამის მიზეზი ერთადერთია - ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებული არ არის და ვიდრე ამ სფეროს სათანადოდ არ მივხედავთ, მანამდე ვერ შევძლებთ საცობების და გადატვირთული მოძრაობის დაძლევას. სიტუაცია ჩიხში შედის, რადგან ორივე - ავტობუსებიც და მიკროავტობუსებიც უკვე დაძველებულია, კომფორტული კი არა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უკვე საფრთხის შემცველია.

- ბატონო დათო, რამდენად გამართლებულია მგზავრების ფეხზე დგომა?

- ეს კატასტროფული დარღვევაა, რადგან ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს, მით უმეტეს, რომ უამრავი სატრანსპორტო საშუალება გაზზეა გადაყვანილი. არანაკლები პრობლემა გვაქვს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებშიც. იქაც სრული უკონტროლობაა, ტექდათვალიერების სისტემა ქვეყანაში მორღვეულია, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია. ახალ ავტობუსებში, რომელიც შემოიყვანეს, ხშირად ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრული კრიზისი და სავალალო მდგომარეობა გვაქვს არა მარტო უსაფრთხოების, არამედ სხვა კრიტერიუმების მიხედვითაც... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი