ჩიორა თაქთაქიშვილის სკანდალური ინფორმაცია: რომელი "ნაციონალები" "მოყვნენ შემცირებაში"

ჩიორა თაქთაქიშვილის სკანდალური ინფორმაცია: რომელი "ნაციონალები" "მოყვნენ შემცირებაში"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, ენმ-ს მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა.

როგორც თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, აღნიშნული პირები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.

ნახეთ ვიდეო| "ნაციონალების" ცნობილი სახეები, რომლებიც პარტიამ უხელფასოდ დატოვა - ჩიორა თაქთაქიშვილი გაცხარებული

"კობა ხაბაზი - "თავისუფალი ზონის" დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე; ზურაბ ცერცვაძე - საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი; გიორგი (ჯეო) ხურცილავა - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე - ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7 000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი", - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.