მეტროს სადგურებზე "ვარკეთილი", "სამგორი" და "ისანი" მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

მეტროს სადგურებზე "ვარკეთილი", "სამგორი" და "ისანი" მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

ნახეთ ვიდეო| პირველი კადრები მეტროდან: რა ხდებოდა ვაგონში, როდესაც მატარებელი გვირაბში გაიჭედა

მათივე განმარტებით, ამ მომენტისთვის მგზავრთა გადაყვანა არ ხდება ვარკეთილი, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებიდან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა. ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.

მათი განცხადებით, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები "ახმეტელიდან" "300 არაგველამდე" მოძრაობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი