გელათის ტაძარში წყალი ჩაედინება? - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კომენტარი

გელათის ტაძარში წყალი ჩაედინება? - კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კომენტარი

გელათის ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება, - ამის შესახებ ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო გელათის ტაძარში წყლის ჩასვლის გამო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მომხდარი ფაქტიდან მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა. შესრულებული სამუშაო ადგილზე სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 13 დეკემბერს დაათვალიერა.

„დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმების შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთა დროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა.

ამჟამად, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების მანძილზე მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება. მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორია გელათის ტაძარი დღეს - ფოტორეპორტაჟი სამონასტრო კომპლექსიდან

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება