პორტალის www.arsebobs.ge-ს რაოდენობრივი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ძირითად ნაწილს იმის სჯერა, რისიც უნდა სჯეროდეს. ანონიმურმა გამოკითხვამ, რომელმაც 15 000-ზე მეტი ადამიანი მოიცვა, დაადგინა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, სტანდარტულ რაღაცეებთან ერთად, ბევრი წარმოუდგენელი რამისაც სჯერა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დაუჯერებელ რამეს, რისიც სჯერათ ქართველებს:
10. გამოკითხულთა 40 %-ს სჯერა, რომ ბაზალეთის ტბის ძირას მართლაც ირწევა ოქროს აკვანი.
9. 46%-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ელარჯისგან დაწნული ჰამაკის არსებობის სჯერა.
8. გამოკითხულთა ნახევარს მყარად სჯერა მწვანეთვალება სანტას არსებობის.
7. 52%-ს უკურკო საზამთროს არსებობის სჯერა.
6. 64%-მა პროცენტმა მტკიცედ განაცხადა, რომ ამირანის ჯაჭვი არსებობს.
5. 71%-მა უყოყმანოდ უპასუხა, რომ მე-8 ნოტი არსებობს.
4. 79% არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა, რომ ფელამუშის კოშკი არსებობს.
3. 81 %-ს ეჭვიც არ შეპარვია ბუხრების მწმენდავი სანტას არსებობაში.
2. 92 % დაეთანხმა კითხვას, რომ ჩიტის რძე არსებობს.
გარდა საიტისა www.arsebobs.ge, სოციალური გვერდის www.facebook.com/arsebobs საშუალებით შერჩეულ იქნა რამდენიმე "აგენტი" ჩაღრმავებული ინტერვიუსთვის, რომელიც სრულიად ბუნებრივად, პირად ჩატში საუბრისას არკვევდა, თუ რისი სჯეროდა მის რესპონდენტს.
მთლიანობაში, პირველ ადგილზე გავიდა კითხვა, რომელსაც გამოკითხულთა 98%-მა დადებითად უპასუხა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა ჩაფიქრებისთანავე ასრულებული სურვილის.
კვლევის განახლებულ შედეგებს www.arsebobs.ge ხვალ, 15 დეკემბერს წარმოადგენს!
R