თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტის დახლები ცარიელია - რა გახდა ამის მიზეზი?

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტის დახლები ცარიელია - რა გახდა ამის მიზეზი?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელდება ფოტოები, რომელზეც ასახულია გლდანში სავაჭრო ქსელ "ფურშეტის" დაცარიელებული დახლები.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ფურშეტის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი მარიდაშვილმა განუცხადა, ფილიალებში პროდუქტის სიმცირე ნოემბრიდან შეიქმნა, მას შემდეგ რაც "ფურშეტის" შესაძლო დახურვაზე ერთ-ერთი დისტრიბუტორი კომპანიის მხრიდან, რომელსაც ქსელთან არანაირი შეხება არ აქვს, ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც მარიდაშვილი აღნიშნავს, ნოემბრის დასაწყისიდან მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან საჩივრების პროცესი დაიწყო, რომლებიც არსებული დავალიანების დაბრუნებას ითხოვდნენ. შედეგად კომპანიას დაახლოებით, 200 ათას ლარზე დაედო ყადაღა. მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ ფილიალებში შექმნილი მდგომარეობა ახალი წლისთვის გამოსწორდება.

"ფურშეტი" არ იხურება. პირიქით, მომავალი წლიდან დამატებით რამდენიმე ობიექტის გახსნასაც ვგეგმავთ. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, ეს მდგომარეობა გამოწვეულია ქსელის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, რის შემდეგაც მომწოდებელი კომპანიების მხრიდან საჩივრების პროცესი დაიწყო და კომპანიამ მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. თუმცა, პროდუქციის სიმცირე განსაკუთრებით სწორედ გლდანის ფილიალში შეიმჩნევა, რადგან აქ უფრო მეტი ხალხია და პროდუქტი უფრო სწრაფად მოძრაობს. სხვა ფილიალებში კი ეს პროცესი შედარებით ნაკლებად შეიმჩნევა" - ამბობს მარიდაშვილი  განაგრძეთ კითხვა

ფოტო: ირმა იანტბელიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი