პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

პროდუქტები, რომლებიც შეცდომით გვგონია ბავშვისთვის სასარგებლო

ჩიფსებისა და ფასტ ფუდის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ არის ისეთი პროდუქტები, რომლების მშობლებს სასარგებლო ჰგონიათ და ბავშვებს აჭმევენ. სინამდვილეში კი ბევრი ზიანი მოაქვთ.

1. წვენები

წვენები რომლებიც მაღაზიაში იყიდება. ეს არის შეფერადებული და დამტკბარი წყალი. მასში ვიტამინები არც ეძებოთ. სახლში გამოწურულ წვენებს რაც შეეხება, წვენი კალორიულია, სასარგებლო უჯრედისი კი მასში არაა. საეჭვოა, ბავშვმა 2 ცალი ფორთოხალი შეჭამოს, წვენს კი ადვილად დალევს. თანაც, ფრეში მადას აძლიერებს.

რჩევა: უმჯობესია, ბავშვს უგაზო, სუფთა წყალი ან შინ მომზადებული კრუშონი დაალევინოთ; წვენების ნაცვლად კი მთლიანი ხილი აჭამოთ.

კრუშონის რეცეპტი

პატარა კუბებად დაჭერით ვაშლი, კიტრი, პიტნა, ლიმონი, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ. 2 ლიტრი წყალი 1-2 ჩაის კოვზი შაქრით დაატკბეთ.

2. მანანის ბურღული

სასარგებლო მასში არაფერია. სამაგიეროდ, ალერგიის მაღალი რისკის მატარებელია. უმჯობესია, ბავშვს სხვა ბურღულეული - წიწიბურა, სიმინდის ფქვილი, შვრიის ფანტელი, ბრინჯის ფაფები მოუმზადოთ.

3. ზეითუნის ზეთი (და სხვა ზეთები)

ქოლესტერინის გამო ბევრი დედა უარს ამბობს კარაქის მოხმარებაზე და ბავშვებს კერძებს ზეთზე უმზადებს. თუმცა,ზეთიც ზომიერად მოიხმარეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ 10 გრამი ზეთი 90 კკალ-ს შეიცავს. ახლა დაითვალეთ, რამდენ კალორიას იღებთ დღის განმავლობაში. შედეგად, ბავშვი, ვითომ ჭამს სასარგებლო ცხიმს, თუმცა, წონაში მაინც იმატებს.

რჩევა: დათვალეთ, რამდენ კოვზ ზეთს ხმარობთ საბავშვო საკვების მომზადებისას. საშიში არაფერია თუ ფაფას მაინც მოამზადებთ კარაქზე. ქოლესტერინი საშიშია მოზრდილი ადამიანისთვის. ბავშვისთვის კი ის აუცილებელია, რაც ორგანიზმში უჯრედების მემბრანების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი