www.allwine.ge - ყველაფერი ღვინის შესახებ ერთ საიტზე და ახალი შესაძლებლობა მცირე მარნებისთვის

www.allwine.ge - ყველაფერი ღვინის შესახებ ერთ საიტზე და ახალი შესაძლებლობა მცირე მარნებისთვის

ღვინის მოყვარულებს და მისით დაინტერესებულ ადამიანებს და ასევე, მცირე მეწარმეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მათი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. www.allwine.ge არის ღვინის ონლაინ მაღაზია, სადაც დიდი კომპანიების მიერ წარმოებული ღვინის გარდა, მცირე მეღვინეების პროდუქციაც იყიდება. ამასთან, საიტი მედია პორტალიცაა და მკითხველს ღვინის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

საიტზე მოცემულია ინფორმაცია ღვინის სიახლეებზე, ასევე ღვინის სახეობების მიმოხილვა. საინტერესოა რუბრიკა "ღვინის გზა", სადაც მკითხველი მეტს გაიგებს ღვინის ტურიზმზე - მასში განხილულია საქართველოს რეგიონები და მათი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის.

"უნიკალურია მასალა, რომელიც გვასწავლის ღვინის კერძებთან შეხამებას. რუბრიკაში კერძებისა და ღვინის შეხამების გარდა, ღვინოსთან დაკავშირებული ეტიკეტია განხილული. აქვე წაიკითხავთ, ზოგადად როგორ უნდა მიირთვათ ღვინო, რა სარგებლობობა მოაქვს მას, მაგალითად, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ღვინო წინაში დასაკლებად ან რატომ არის კარგი ტონუსისთვის?" - ამბობს allwine.ge-ს პროექტის მენეჯერი ლაშა შარიქაძე.

საიტის მედია ნაწილი მუდმივად განახლებადია და მის შექმნაზე პროფესიონალი ღვინის ჟურნალისტები მუშაობენ. საქართველოს 8000 წლიანი რთველის უწყვეტი ტრადიცია აქვს, ასევე, უნიკალურია ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიცია. პროექტის მენეჯერის განმარტებით, საიტის მიზანია, მკითხველს საქართველოს მეღვინეობის ტრადიციებიც გააცნოს.

ტრადიციების გაცნობის შემდეგ, მომხმარებელს იმავე საიტზე შეუძლია შეიძინოს აღნიშნული ღვინოები. მცირე მეღვინეებისთვის ონლაინ მაღაზია ახალი შესაძლებლობაა: საქართველოში 950-მდე მეღვინეა და პროდუქტის სათანადო რეალიზაციას მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს.

"დღეს მცირე საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინო მეტად პოპულარულია. თუმცა მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც რეგიონებში აწარმოებენ ღვინოს, ძნელია მაღაზიებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვისთვის საჭირო პროცედურების წარმოება. ჩვენი ონლაინ მაღაზიის საშუალებით ისინი ზედმეტი სირთულეების გარეშე შეძლებენ ღვინის გაყიდვას," - ამობს პროექტის მენეჯერი.

www.allwine.ge რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს და ის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ამჟამად, ონლაინ მაღაზიაში 50-მდე მწარმოებლის 105 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ასორტიმენტი ყოველდღიურად უფრო მრავალფეროვანი ხდება. მალე მაღალალკოჰოლური სასმელები და ლუდიც ხელმისაწვდომი იქნება. ვებ გვერდი სამენოვანია და გათვლილია როგორც ტურისტებისთვის ასევე შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინის საზღვარგარეთ ონლაინ გაყიდვაზეც.

მომხმარებელს ადვილად შეუძლია, ღვინო დაახარისხოს ჩამოსხმის თარიღის, ღვინის ტიპის, ბრენდის, წარმოების ადგილის ან სხვა მახასიათებლის მიხედვით. საიტზე მითითებულია, რომელი ღვინო რომელ კერძს უხდება, რასთან არ უნდა მიირთვათ ის, ანუ რომელ კერძებთან კარგავს ღვინო გემოვნურ თვისებებს.

ონლაინ ყიდვის შემდეგ, პროდუქცია მომხმარებელთან არაუგვაინეს ერთი საათის შემდეგ მიდის. მიტანის სერვისი უფასოა. ამჟამად მომსახურება მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხორციელდება. თუმცა უახლოეს მომავაში დაემატება საქართველოს დიდი ქალაქები. შემდეგ ეტაპზე კი საქართველოს სრულად მოიცავს. მიტანის სერვისი 10:00 საათიდან - 23:00 საათამდე პერიოდში ხორციელდება. თუმცა მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით 24 საათიანი სერვისის შეთავაზებაც იგეგმება.

"ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით www.allwine.ge გამორჩეული პროდუქტია, რადგან ის არის ასევე მედია პლატფორმაც. დღეს ელექტრონული კომერცია ტრადიციულ ვაჭრობას დიდ კონკურენციას უწევს და ფაქტია რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც დღითიდღე ვითარდება, მომხმარებელი აშკარად გრძნობს ონლაინ ყიდვის უპირატესობას და სიმარტივეს. 5 წელზე მეტია ელ.კომერციის სფეროში ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ელექტრონულმა კომერციამ დიდი პროგრესი განიცადა. რამდენიმე წლის წინ ონლაინ ვაჭრობის მიმართ ნდობის ფაქტორი თითქმის არ არსებობდა. მყიდველს უჩნდებოდა კითხვები - ნამდვილად მომიტანენ შეკვეთას? იმას მომიტანენ, რაც შევუკვეთე? მეორე მხრივ კი, ინტერნეტ გადახდების საკითხი იყო აქტუალური, რადგან ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს არ ჰქონდათ პლასტიკური ბარათები ან შესაბამისი ცოდნა როგორ უნდა ეშოპინგათ ონლაინ.

ზოგადი მდგომარეობის გამოსწორებაზე სოციალური ქსელების პოპულარობამ დიდი გავლენა იქონია, საზოგადოება დაუმეგრობრდა ინტერნეტს და ჩამოუყალიბდა ჩვევა, რომ ის ყველა საქმიანობისთვის გამოიყენოს. ჩვენი პროექტი ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია. მომხმარებელს სუპერმარკეტში რიგში დგომას და ღვინის მეტ-ნაკლებად შეზღუდული ასორტიმენტიდან არჩევის სანაცვლოდ ვთავაზობთ, რომ ჩვენს მაღაზიაში ელექტრონულად შეიძინონ სასურველი სასმელი. დაამატებით, ისინი ამ სასმელის შესახებ სრულ ინფორმაცის მიიღებენ. დაზოგავენ დროს და ფინანსებს. ჩვენ ვებგვერდზე ფასები მარკეტების ფასების ანალოგიური ან მასზე დაბალია. არჩევანი კი სტანდარტულ მაღაზიებზე უფრო მრავალფეროვანი, რადგან ჩვენ მომხმარებელს მცირე მეურნეობების ღვინოებსაც ვთავაზობთ, უახლოეს მომავალში კი მომხმარებელი შეძლებს ერთ სივრცეში შეიძინოს ღვინო, მაღალალკოჰოლური სასმელი და ლუდი" - განმარტავს პროექტის მენეჯერი ლაშა შარიქაძე.

სამომავლოდ, allwine.ge-ს დაემატება საკოლექციო და ძვირადღირებული ღვინოებიც. იქნება სასმლის ყოველთვიურად გამოწერის სერვისი, ამ შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქციაზე კიდევ დამატებით ფასდაკლებას მიიღებს. ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება სახელობითი ეტიკეტების დამზადება, სასაჩუქრე შეფუთვით გამოწერა, ალკოჰოლური სასმელების აქსესუარების შეძენა და სხვა საინტერესო სიახლეები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი