რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში გაზის გამათბობელი გაქვთ - "ყაზტრანსგაზი" მოსახლეობას მიმართავს

"ყაზტრანსგაზ თბილისი" ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მიმართავს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, მომხმარებლებმა უკვე ჩართეს სხვადასხვა ტიპის გამათბობლები და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი სათანადოდ შემოწმებული არ არის და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური მოთხოვნების დარღვევით.

"ყაზტრანსგაზ თბილისი" მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს, უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები. კერძოდ, ახალი ან გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყონ აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება კომპანიის მეშვეობით, გაზის ხელსაწყოების ყიდვისას არჩევანი შეაჩერონ და შეიძინონ ისეთი გაზის გამათბობელი და ხელსაწყოები, რომლებსაც წვის დახურული კამერა აქვთ. შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ გაზის მოხმარება, გადაკეტონ გაზის ონკანები, გაანიავონ სათავსო და დაუყოვნებლივ დარეკონ კომპანიის საავარიო ნომერზე 114, ასევე ცხელ ხაზზე 2 40 40 04", - განაცხადა ლეფსვერიძემ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლები ამოწმებენ ყველა ოჯახს, ყველა ოჯახში დაყენებულ გაზის დანადგარებს. ეს შემოწმება ყოველწლიურად ტარდება გეგმიურად და კომპანიაში მოსახლეობას მოუწოდებენ, შეუფერხებლად დაუშვან კომპანიის წარმომადგენლები საცხოვრებელ ბინებში. კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შემოწმებულია აბონენტთა 70%.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი