100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული დონატი - "დანკინ დონატსი" მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის

100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული დონატი - "დანკინ დონატსი" მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის

"დანკინ დონატსი" დონატების ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის, რითაც წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს.

ამიერიდან, "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები მომხმარებლებს ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ ათობით სახეობის დონატს შესთავაზებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რესტორნების ქსელი მომხმარებლებს დამატებით აქციასაც სთავაზობს. 16, 17 და 18 დეკემბერს "დანკინ დონატსის" ჩვიდმეტივე რესტორანში სტანდარტული ტიპის დონატები ერთ ლარად გაიყიდება.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება ჩვენი სტუმრებისთვის. შესაბამისად, დონატების ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოს შექმნით მოვახერხეთ წარმოების სრული ლოკალიაზაცია. ეს არის ქართული პროექტი, ჩვენი ჯგუფი ზრუნავს ქართული ეკონომიკის წინსვლაზე და საწარმოს შექმნით, ვდილობთ ამ დიდ საქმეში ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ახალი ინიციატივით, ჩვენ წარმოების განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ვუწყობთ ხელს" - აღნიშნა "დანკინ დონატსის" საოპერაციოს და წარმოების დირექტორმა კონსტანტინე ქარსილისმა.

"დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე 65 წელია მთელს მსოფლიოში ქმნის წარმატების ისტორიას. რესტორნების ქსელი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. "დანკინ დონატსის" რესტორნებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ სენდვიჩების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოკოლატას პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები დააგემოვნონ.

(R)

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი