რამ ჩაყლაპა სტუდენტი?

რამ ჩაყლაპა სტუდენტი?

სოციალურ ქსელებში სულ ახლახან გამოჩნდა დამაინტრიგებელი სარეკლამო კამპანია, რომელიც გერმანულ ორცხობილების მწარმოებელ ბრენდ "ბალსენს", კერძოდ კი მის ერთ-ერთი ცნობილ პროდუქტს "HIT"-ს ეკუთვნის.

კრეატიული სარეკლამო კამპანია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განხორციელდა და მთავარი იდეა ის არის, რომ "HIT"-ის გასინჯვისას, შესაძლებელია დაატრიალო მხიარულება იქ, სადაც მისი ნაკლებობაა. სტუდენტი, რომელიც ეცნობა გართობის ფილოსოფიას და სინჯავს "HIT"-ს უცებ აღმოჩნდება აბსოლუტურად განსხვავებულ ვირტუალურ რეალობაში და იწყება დაუვიწყარი გართობა, სადაც სტუნდენტებს 3 მხიარულების კანონის შესრულება ევალებოდათ:

1) იყავი გაბედული და გააცოცხლე გაქვავებული მანეკენები

2) სძლიე მოწყენილობას და დაამარცხე სასაცილო პინიატები

3) აიყოლიე ყველა და შეასრულე რეი ჩარლზის დაუვიწყარი ჰიტი "Hit the road jack"-ის კარაოკე

წარმატებული მეცადინეობის შემდეგ, სტუდენტებმა უკვე იციან როგორ დაატრიალონ მხიარულება, თუნდაც ბიბლიოთეკაში. იდეის ავტორი და შემსრულებელი გახლავთ კრეატიული სააგენტო "Leavinstone", რომელმაც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად პროექტი წარმატებით განახორციელა და ქართულ სარეკლამო ბაზარს კიდევ ერთი საკმაოდ მაღალი დონის პროდუქტი შესძინა.

გერმანული კომპანია "Bahlsen" "HIT"-ის სარეკლამო კამპანიის გატანას საქართველოს საზღვრებს გარეთაც აპირებს.

იხილეთ ვიდეო: რამ ჩაყლაპა სტუდენტი?

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი