ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დღეს პრეზიდენტს აირჩევს

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია დღეს პრეზიდენტს აირჩევს

დღეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო საარჩევნო სესია და არჩევნები დღეს 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი