პატრიარქი - ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს

პატრიარქი - ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს

ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს ბარბარობაა, გილოცავთ ყველას. დღეს არის ბედობის დღე. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას - თქვენ და საქართველოს. დღეს იყო წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა", - ბრძანა ილია მეორემ.

მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი სრულდება. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი ესწრება. ასევე აქ იმყოფებიან ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი