ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გახდა. გეგა გეგეშიძემ 46 ხმა მიიღო, ესტატე გოგლიჩიძემ 3 ხმა, ხოლო მანუჩარ კვირკველიამ 24 ხმა, ერთი ხმა ბათილად ცნეს. გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.
დღეს სასტუმრო "რედისონში" ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.
მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.