რა გახდა მატარებელში ხანძრის მიზეზი - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

რა გახდა მატარებელში ხანძრის მიზეზი - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს რკინიგზა" ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ცეცხლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რკინიგზის ადმინსტრაციაში განმარტავენ, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება.

"ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები", - აცხადებენ რკინიგზაში.

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს სოფელ ხაჯალიაში გაუჩნდა ცეცხლი. მატარებელში ხანძრის გაჩენის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. აღნიშნული მუხლი სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ინფორმაციაზე გამოყენებულია ლაშა ნადირაშვილის ფოტო, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.

ასევე ნახეთ: ხანძარი სამგზავრო მატარებელში - თვითმხილველების ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი