"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე" - ბოლო ინფორმაცია მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაია რჩეულიშვილს გულის, ფილტვისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის გამოკვლევების პასუხებს მისი ინტერესების დამცველები დღეს გამოითხოვენ.

"მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც იყო. წონის ძალიან სწრაფი კლება მოხდა. ფაქტობრივად, ანორექსიასთან გვაქვს საქმე. ვიცი, რომ არის ფილტვების, გულისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემა და საუბარია იმაზე, რითი დაიწყონ მკურნალობა ექიმებმა. დღეს შეგვაქვს განცხადება გამოკვლევების პასუხებისა და დიაგნოზის გამოთხოვასთან დაკავშირებით. 21 დეკემბერსაა პროცესი და გვინდა ამ დროისთვის გვქონდეს მასალები", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, გამოკვლევების პასუხების საფუძველზე მაია რჩეულიშვილის ინტერესების დამცველები ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ და თუ სასამართლო მას არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. მარიამ ცუცქირიძის ინფორმაციით "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლი და ხელმძღვანელი კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი