დღეს, 19 დეკემბერს , ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? აქვთ თუ არა გუნდის წევრებს შიდა დაპირისპირება. ასევე, ლარის კურსი ისევ დაეცა. რაში ხედავს მმართველი გუნდი გამოსავალს და რა შეფასებები აქვთ.
მეორე ბლოკის სტუმრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი იქნებიან.
დღეს გადაცემა „360 გრადუსში“ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე „TV Palitranews – TV პალიტრანიუსი “
გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.