რატომ შეფერხდა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები

რატომ შეფერხდა ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები

ამინდის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქუთაისის აეროპორტიდან დღის მანძილზე ფრენები შეჩერებული იყო.

რამდენიმე წუთის წინ, "ამბები.გე"-ს ქუთაისი-ბუდაპეშტის რეისის მგზავრები დაუკავშირდნენ, რომლებიც ქუთაისის აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და დახმარებას ითხოვენ.

ნანა ჭურაძე: დღეს დილით უნდა გავფრენილიყავი ჩემს დასთან და დედასთან ერთად ბუდაპეშტში, მაგრამ ვინაიდან ცუდი ამინდი იყო დროებით, წყალტუბოში ერთ-ერთ სასტუმროში დაგვაბინავეს. რამდენიმე საათის წინ კი გვითსრეს, ფრენა ღამის 10 საათზე იქნებაო, გამოგვიყვანეს სასტუმროდან და ერთი საათია ჩვენც და უცხოელი ტურისტები ტყეში ვართ უპატრონოდ. იქნებ გვიშველოთ. გზაში დაგვტოვეს, ქაოტურად მოდის და მიდის ავტობუსები, სასტუმროშიც ცხვრებივით დაგვყარეს, მოხუცები და ბავშვები გავატანეთ ავტობუსს და ჩვენ ტყეში ვართ დარჩენილები. ავტობუსი არ მოდის, გავიყინეთ.

- რას ასახელებენ ღია ცის ქვეშ დატოვების მიზეზად?

- მოუწესრიგებლობა არის ამ ყველაფრის მიზეზი, რამდენი კაცი აიყვანეს და ჩაიყვანეს არ იციან და ამიტომ ვართ ტყეში.

როგორც "ამბები.გე"-ს ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, მგზავრები ტერმინალთან დგანან, ამ წუთებში მივიდა მათთან ავტობუსი.

ამ კომენტარის გაკეთების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის წარმომადგენელი, თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ მგზავრები წყალტუბოში იმყოფებიან.

- წყალტუბოს სპა-რეზორტში არიან მგზავრები, ღია ცის ქვეშ ნამდვილად არ არიან. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ერთ-ერთ მგზავრს, რომელმაც გვითხრა რომ ისინი უკვე ავტობუსში ადიან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი