თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება - სემეკის წევრი

თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება - სემეკის წევრი

"თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება" - ამის შესახებ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 4 თბოელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.

"სავარაუდოდ, თბოელექტროტოსადგურებისთვის ტარიფები გაიზრდება, რადგან ვალუტის კურსის კომპონენტი მნიშვნელოვანწილად მოქმედებს მათ ტარიფებზე. რამდენი იქნება და რა მოცულობით გაიზრდება, ამას ნახავთ კომისიის სხდომაზე. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი", - განაცხადა შონიამ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, გოჩა შონიას თქმით, ამაზე შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს და აღნიშნული ტარიფი ცნობილი გახდება ორშაბათს კომისიის სხდომაზე.

გოჩა შონიამ სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

სემეკი დღევანდელ სხდომაზე "გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის", ,შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "მტკვარი ენერჯისთვის", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი