სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა

თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სემეკის გადაწყვეტილებით, "გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 9.056 თეთრი.

შპს "ჯიფაუერისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი.

შპს "მტკვარი ენერჯისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 12.194 თეთრი.

შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის" დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი