რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

რატომ გაჩერდა 34 მილიონი დოლარის ღირებულების გორის ქარის ელექტროსადგური

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, გორის 20,7 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური ამჟამად არ ფუნქციონირებს.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ელექტროსადგურის ფრთები არ ტრიალებს.

"30 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ფულით აშენებული ფრთები გაუჩერებიათ თუ გაჩერებულა. გუშინ კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი - რაში დაიხარჯა ამდენი ფული თუ მასში გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმპორტი? ნახევრადხუმრობით ვთქვი, ხომ არ სჯობია, რომ გააჩეროთ-მეთქი. თურმე უკვე გაუჩერებიათ. ამ ფასად ერთი მშვენიერი ჰიდროელექტროსადგური აშენდებოდა, რომელიც ერთი საუკუნე მოემსახურებოდა ქვეყანას," - წერს რომან გოცირიძე.

იმის გასარკვევად, ფუნქციონირებს თუ არა გორის ქარის ელექტროსადგური, allnews.ge "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თორნიკე ყაზარაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, ელექტროსადგურის ფუნქციონირება ამჟამად შეჩერებულია, რადგან მას ქარის შესაბამისი ენერგია არ ჰყოფნის, თუმცა სადგური ნოემბრის შუა რიცხვებიდან აქტიურად მუშაობს, ხოლო მის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მხოლოდ მაშინ წყდება, როდესაც ქარის სიჩქარე 3მ/წმ-ზე ნაკლებია, - "ახლა არ შემიმოწმებია, ოფისში არ ვიმყოფები, შეიძლება ფუნქციონირებდეს, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ქარის შესაბამისი სიმძლავრე არ არის, ვერ იმუშავებს, სწორედ იმიტომ ჰქვია ქარის ელექტროსადგური, რომ ქარის ენერგია ესაჭიროება, რამდენი ვიდეოც არ უნდა დადონ და ილაპარაკონ, აზრი არ აქვს," - განმარტა თორნიკე ყაზარაშვილმა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი