გიორგი მღებრიშვილი - ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან

 გიორგი მღებრიშვილი - ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან თანამდებობებიდან

ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება.

მღებრიშვილის თქმით, მის უწყებაში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია დაიწყო.

"ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი