"მთავარი პრობლემა საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერენტის განუსაზღვრელი ძალაუფლებაა" - რას ამბობს მიტროპოლიტი შორენა თეთრუაშვილზე

"მთავარი პრობლემა საპატრიარქოში პატრიარქის მდივან-რეფერენტის განუსაზღვრელი ძალაუფლებაა" - რას ამბობს მიტროპოლიტი შორენა თეთრუაშვილზე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განუსაზღვრელ ძალაუფლებაზე საუბრობს.

ამის შესახებ პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავარჩიოთ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვნისგან. მე რასაც თვალყურს ვადევნებ, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა ყურადღება გადატანილი. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება, პატრიარქის მდივან-რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება აბსურდული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა, მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ. დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის მოვალეობებს შეასრულებს, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები ძალიან ადვილად მოგვარდება ღვთის წყალობით", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ასევე დაგაინტერესებთ| "აუცილებლად გავუშვებ მაგას" - მეუფე იაკობის მწვავე რეპლიკა პატრიარქის სიძის მისამართით

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მეუფე პეტრემ უპასუხა, რომ მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემისა.

"ე.წ.რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში სამწუხაროდ, არსებობს", - ბრძანა მეუფე პატრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი