ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა

ზოგიერთი მაღალი იერარქიის სასულიერი პირი შორენა თეთრუაშვილის დავალებას უფრო ასრულებს, ვიდრე პატრიარქის - მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა

შორენა თეთრუაშვილი საქართველოს საპატრიარქოს მართვა-გამგეობას უნდა ჩამოცილდეს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, "მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და როგორც ჩვევია, გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი".

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ ეს საკითხი პატრიარქს დღეს მამაშვილური დამოკიდებულებით კიდევ ერთხელ შეახსენა. "მისი უწმინდესობა უნდა დარწმუნდეს ამაში და გადადგას ეს გამბედავი ნაბიჯი, როგორც მას ჩვევია. იყო ამის მცდელობა შარშან ამ დროს, სინოდის სხდომის შემდეგ. რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რასაც ვეძახი მე საქართველოს ეკლესიის ინტერესების ღალატს, პატრიარქი დაარწმუნეს გარკვეულმა ადამიანებმა, რომ ეს ქალბატონი საჭიროა დედა ეკლესიაში ამ მდგომარეობით, რაც, რა თქმა უნდა, მიმაჩნია ძალიან დიდ უხერხულ მდგომარეობად. მე კიდევ ერთხელ ვთქვი და შევახსენე მის უწმინდესობას მამა-შვილური დამოკიდებულებით. არა მოიხსნას, არამედ უნდა ჩამოცილდეს მართვა-გამგეობას საქართველოს საპატრიარქოსი", - განაცხადა მეუფემ.

იხილეთ ვიდეო

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი განმარტავს თუ რას გულისხმობს შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებულ განუსაზღვრელ ძალაუფლებაში. "განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც მას ერთპიროვნულად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოს საპატრიარქოს სახელით. განუსაზღვრელია ძალაუფლება, როდესაც რიგი სასულიერო პირებისა და მაღალი იერარქებისა უფრო მეტად ასრულებენ მის დავალებას, ვიდრე საქართველოს ეკლესიის მმართველი კათოლიკოს-პატრიარქისა", - აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დღეს სამართლიანად უწოდა "რუხი კარდინალი". "ვუწოდე სამართლიანად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე და არაერთგზის, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი შეკითხვაა ხოლმე პასუხგაუცემელი და ბურუსით მოცული. ნამდვილად ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს ის, რაც არაერთხელ გვითქვამს სინოდის სხდომაზე, რომ პრობლემა არის ამ ქალბატონის ხელში არსებული დიდი ძალაუფლება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და ამ გამოსწორებას ეკლესიაში მდგომარეობის გაჯანსაღება მოჰყვება", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, ჰყავს თუ არა ამ საკითხში თანამებრძოლები, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პასუხობს: "თანამოაზრე ბევრი მყავს, მაგრამ თანამებრძოლი ჯერ არა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი