მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ

მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა - პატრიარქის დაცვის ბიჭები არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ

ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ, სწორედ ამიტომაც, ამ ბიჭების მიმართ აქცენტი უფრო შორს მიდის, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პატრიარქის დაცვის მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვა დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე არ ყოფილა, რადგან პატრიარქმა თავი აარიდა. "არც ყოფილა და ვერც იქნებოდა ამ კუთხით ეს საკითხი დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ იყო ჩემი პირადი სურვილი, შევხებოდით ამ პრობლემას. უწმინდესმა თავისი ჩვეული დიდსულოვნებით თავი აარიდა ამ პრობლემური საკითხების განხილვას. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე ხსენებული ქალბატონის მიერ. ღმერთმა მრავალჟამიერი სიცოცხლით დააჯილდოოს პატრიარქი, მაგრამ ეს ბიჭები არიან გარანტი იმისა, რომ საზოგადოება არ აღმოჩნდება დეზინფორმირებული ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომაც, აქცენტი ამ ბიჭების მიმართ უფრო შორს მიდის. სამიზნენი გახდნენ ისინი, რადგან ერთგულად ემსახურებიან და ისინი არიან გარანტი, რომ უსამართლობა ბოლომდე ვერ იზეიმებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირების ჩართულობა ამ საკითხში პროვოცირებულია და ისინი შეცდომაში არიან შეყვანილნი. "სასულიერო პირების ჩართულობა ამ კონკრეტულ საკითხში არის პროვოცირება და შეცდომაში შეყვანა მათი, რომლებიც სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზით ჩაერთვნენ ამ საკითხში. ეს იყო მცდელობა არსებული პირველხარისხოვანი პრობლემის მეორე-მესამე ხარისხოვნით გადაფარვის", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, დაცვა ის ფიგურა არ არის, რომ მასზე ისაუბროს. "დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი